მოსკოვში ტრამპის სასტუმროს ნომერში ქალების შეგზავნას აპირებდნენ

საქართველო, თბილისი - 16:28 | 10.11.2017
ნანახია: 1274

დონალდ ტრამპის  დაცვის ყოფილმა წევრმა კიტ შილერმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ 2013 წელს მოსკოვში ყოფნის დროს მომავალ პრეზიდენტს ნომერში ხუთი ქალის შეგზავნა შესთავაზეს. ამის შესახებ ტელეარხი  NBC იუწყება.
ტელეარხის მონაცემებით, შილერმა განაცხადა, რომ ტრამპმა მოსკოვში საქმიანი შეხვედრა გამართა კონკურს „მის სამყაროსთან“ დაკავშირებით. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა რუსმა მონაწილემ ტრამპს სასტუმროს ნომერში ხუთი ქალის შეგზავნა შესთავაზა.

დაცვის ყოფილი წევრის თქმით, ტრამპმა წინადადება ხუმრობად შეაფასა და უპასუხა: „ჩვენ არ ვკავდებით ასეთი საქმეებით“.

შილერმა მოსმენის დროს ასევე დარწმუნებით განაცხადა, რომ ტრამპის ნომერში არანაირი მაკომპრომეტირებელი მოვლენები არ განვითარებულა.

აშშ-ის კონგრესში მიმდინარეობს დამოუკიდებელი გამოძიება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხზე. ანალოგიურ გამოძიებას გერმანიაც ატარებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე