ტრამპი არ მივიდა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, სადაც შესაძლოა პუტინს შეხვედროდა

საქართველო, თბილისი - 13:42 | 10.11.2017
ნანახია: 920

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ მივიდა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, სადაც შესაძლოა რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს შეხვედროდა.
სამიტზე აშშ-ს ვაჭრობის წარმომადგენელი რობერტ ლაითჰაიზერი წარადგენდა.

სამიტი 10-11 ნოემბერს იმართება. სავრაძელი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტისთვის იყო განკუთვნილი, გარკვეული დროის განმავლობაში ცარიელი იყო. შემდეგ კი ის ლაითჰაიზერმა დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა აშშ-ის ლიდერის გადატვირთული გრაფიკის გამო გაუქმდა. რუსული მხარის ინფორმაციით, კი შესაძლო შეხვედრის სამზადისი კვლავ გრძელდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე