ავიაკომპანიის თანამშრომლებმა მგზავრს სცემეს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 11:36 | 10.11.2017
ნანახია: 1164

ავიაკომპანია IndiGo Airlines-ის ორმა თანამშრომელმა დელის აეროპორტში მგზავრს სცემა, რომელიც თვითმფრინავისკენ მიმავლ ავტობუსში ჩაჯდომას ცდილობდა.

აეროპორტის სამსახურის თანამშრომლებსა და მგზავრს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სამსახურის თანამშრომლები მგზავრს ავტოუსში არ უშვებდნენ. ავტობუსის წასვლის შემდეგ კი ისინი მგზავრს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩხუბის შემდეგ პოლიციელებმა მგზავრი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

 მოგვიანებით, IndiGo Airlines-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წუხს თავისი თანამშრომლების საქციელის გამო, რომლებიც შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს.

როგორც India Times-ი აღნიშნავს, ჩხუბში დამნაშავე 53 წლის მამაკაცია, რომელმაც აეროპორტის თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე