სტივენ სიგალი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს

საქართველო, თბილისი - 11:03 | 10.11.2017
ნანახია: 1059

სტივენ სიგალი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, ამის შესახებ განცხადება ამერიკელი ტელეწამყვანის, ელენ დეჯენერესის მეუღლემ გააკეთა.

პორშა დე როსიმ კომენტარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

როსის თქმით, შემთხვევა ერთ-ერთი ფილმის სინჯებისას მოხდა. პორშა დე როსი ამბობს, რომ ოფისში საქმიანი შეხვედრისას სტივენ სიგალმა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება სცადა.

სიგალის მოულოდნელი  შეთავაზების შემდეგ პორშა დე როსიმ ოთახი დატოვა და მომხდარის შესახებ მის აგენტს აცნობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე