ტრამპისა და პუტინის შეხვედრა აღარ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 10:49 | 10.11.2017
ნანახია: 848

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ფორმალური შეხვედრა ვიეტნამის სამიტის ფარგლებში აღარ გაიმართება. ამის შესახებ თეთრი სახლის მდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა.

სანდერსის თქმით, შეხვედრის ორგანიზება ამერიკის ლიდერის გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ ხერხდება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების პროცესი ჯერ კიდვე გრძელდება, მაგრამ შეხვედრის საკითხი გარკვეული ჯერ კიდევ არ არის.

შეგახსნებთ, ვაშინგტონმა და კრემლმა ვიეტნამის სამიტის ფარგლებში შეხვედრა არ გამორიცხეს. სამიტი ქეყანაში 10-11 ნომებერს იმართება.  

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შესაძლო მოლაპარაკებას აუცილებლობად მიიჩნევდა. მისი თქმით, მოსკოვმა შესაძლოა ფხენიანზე ზეწოლა გააძლიეროს. განსახილველ თემებად ასევე სახელდებოდა უკრაინისა და სირიის კონფლიქტების დარეგულირებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე