თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირისთვის 80-ზე მეტი ეჭვმიტანილი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:35 | 10.11.2017
ნანახია: 937

თურქეთმა სამართალდამცველებმა სტამბულში სპეცოპერაციის შედეგად „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირისთვის 80-ზე მეტი ეჭვმიტანილი დააკავეს.  

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები უცხოეთის მოქალაქეები არიან. ისინი ერაყსა და სირიაში გადასასვლელად ემზადებოდნენ. ოპერაცია სტამბულის სხვადასხვა რაიონში 14 მისამართზე ჩატარდა.

გუშინ ანკარაში ანალოგიური ოპერაციის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ 100-მდე წევრი დააკავეს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე