საშველად მისულ პოლიციელებს ადამიანის ნაცვლად თუთიყუში დახვდათ

საქართველო, თბილისი - 17:11 | 09.11.2017
ნანახია: 913

ამერიკის ორეგონის შტატის კლაკამასის ოლქის პოლიცია დახმარების აღმოსაჩენად გამოძახებაზე გავიდა. მაგრამ გაირკვა, რომ შველას არა ადამიანი, არამედ თუთიყუში ითხოვდა.
ორეგონელი კურიერი მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც მოულოდნელად ყვირილი გაიგონა. ვიღაც დახმარებას ითხოვდა.

მან ცოლს დაურეკა და სთხოვა პოლიციისთვის დაერეკა. სამართალდმცველები მივიდნენ სახლში, საიდანაც ყვირილის ხმა ისმოდა. თუმცა როდესაც პოლიციელები სახლში შევიდნენ, აღმოაჩინეს რომ მათ „შველას“ თუთიყუში სთხოვდა.  

„მიტანის სერვისის UPS-ის მძღოლმა გაიგონა, რომ ვიღაც სახლიდან ყვიროდა: „მიშველეთ“. შერიფები მას გამოეხმაურნენ და დამნაშავე იპოვეს. საბედნიეროდ, თუთიყუში დიეგო არ დაშავებულა“, - ნათქვამია  Twitter-ში პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე