ალიანსი ავღანეთში იმდენხანს დარჩება, რამდენხანსაც საჭიროდ მიიჩნევს - სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 16:54 | 09.11.2017
ნანახია: 809

ავღანეთში ნატოს მისია უსასრულოდ არ გაგრძელდება, მაგრამ ალიანსი ქვეყანაში იმდენხანს დარჩება, რამდენხანსაც საჭიროდ მიიჩნევს, ვიდრე ავღანეთის არმია დამოუკიდებლად ვერ შეძლებს უსაფრთხოების უზურუნველყოფას. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ამასთან მანვე განაცახდა, რომ დღეს ავღანელები ნატოს დახმარებას განსაკუთრებულად საჭიროებენ.

„ჩვენ არ ვაპირებთ დავუბრუნდეთ საბრძოლო მისიას“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

მანამდე სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ავღანეთში „მტკიცე მხადაჭერის“ მისია არსებული 13 ათასიდან 16 ათას სამხედრომდე გაიზრდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე