ნატო ავაღანეთში სამხედრო კონტინგენტს 13-დან 16 ათასამდე გაზრდის

საქართველო, თბილისი - 16:15 | 09.11.2017
ნანახია: 851

ნატო ავაღანეთში სამხედრო კონტინგენტს 13-დან 16 ათასამდე გაზრდის. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ნატოს სამშვიდობო კონტინგენტი ავღანეთში მანამდე დარჩება, სანამ ადგილობრივი შეიარაღებული ძალების საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას დამოუკიდებლად შეძლებენ.

„ავღანეთში ნატოს მისია მუდმივი არ იქნება. ალიანსის ჯარები ქვეყანაში მანამდე დარჩებიან, სანამ ამის საჭიროება იქნება,“ - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე