ოქსფორდში ქიმიური საფრთხის გამო მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 15:11 | 09.11.2017
ნანახია: 910

ოქსფორდში ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გაჟონვის გამო საავადმყოფოში ორი პოლიციელი გადაიყვანეს, ათობით ადამიანი კი შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლო ქიმიური საფრთხის გამო  პოლიციელები ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე სახლში ოპერაციას ატარებდნენ.

შენობიდან და მეზობელი სახლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. არავინ დაშავებულა. პოლიციელები უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სულ 60 ადამიანის ევაკუაცია განხორცილედა. უსფრთხოების მიზნით ახლოს მდებარე საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე