ქსენია სობჩაკმა რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 13:25 | 09.11.2017
ნანახია: 811

ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს მხარი დაუჭირა.

 „მიმაჩნია, რომ საშინელ საერთაშორისო ურთიერთობებზე, პასუხისმგებლობა რუსეთს აკისრია, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს“, - განაცხადა მან CNN-თან ინტერვიუში.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მხარს უჭერს აშშ-ის სანქციებს, მაგრამ მისი აზრით, ის რუსეთის ძირითად მოსახლეობას არ უნდა შეეხოს.

სობჩაკის თქმით, ყირიმი  საერთაშორისო კანონების შესაბამისად უკრაინას ეკუთვნის. ყირიმის რეფერენდუმი კი მოსკოვის მიერ იყო ინიცირებული, რათა რუსეთისთვის ნახევარკუნძულის შეერთება გაემართლებინა.

მისივე თქმით, არჩევნებში თავისი კანდიდატურის წამოყენების შესახებ ნებართვა პრეზიდენტ პუტინისგან არ აუღია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე