„ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირისთვის თურქეთში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:32 | 09.11.2017
ნანახია: 946

თურქეთის პოლიცია და უსაფრთხოების ძალები ანკარაში ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებენ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების დასაკავებლად. ტელეარხ NTV-ის ცნობით, დაკავებულია უკვე 101 ადამიანი.

აღნიშნულია, რომ ოპერაციაში მონაწილეობს 1500-მდე პოლიციელი. სპეცოპერაცია 250 მისამართზე ტარდება.

გაცემულია ორდერები 245 ადამიანის დასაკავებლად. ოპერაციის დროს ამოღებულია მასალა, რომელიც ტერორისტული დაჯგუფების საქმიანობას ეხება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე