გერმანიაში დაბადების მოწმობებში გაჩნდება გრაფა „მესამე სქესი“ ინტერსექსუალებისთვის

საქართველო, თბილისი - 11:21 | 09.11.2017
ნანახია: 1038

გერმანიის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, დაბადების მოწმობებში „მესამე სქესის“ ჩაწერის შესახებ.

გერმანია პირველი ევროპული ქვეყანა გახდება, სადაც ინტერსექსუალებს ექნებათ დამატებითი შესაძლებლობა თვითიდენტიფიკაციის, მდედრობითი და მამრობითი სქესების გარდა.

ინტერსექსუალების დამცველმა აქტივისტებმა ამ გადაწყვეტილებას პატარა რევოლუცია უწოდეს.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის ბოლომდე მთავრობამ უნდა მიიღოს კანონი, დამატებითი გენდერული კატეგორიის შემოღების შესახებ.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ არსებული სისტემა ინტერსექსუალების დისკრიმინაციას ახდენს.

სავარაუდოდ დოკუმენტებში მესამე სქესი შემდეგნაირად ჩიაწერება: „ინტერი“ ან „სხვა“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე