თურქეთში ტექსტილის ფაბრიკა აფეთქდა - არიან დაღუპულები და დაჭრილები

საქართველო, თბილისი - 14:05 | 08.11.2017
ნანახია: 865

თურქეთში ბურსას პროვინციაში ტექსტილის ფაბრიკაში აფეთქება მოხდა.

წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა სამი და დაშავდა რვა ადამიანი.
აფეთქებამ ფაბრიკას სახურავი გადახადა, რის შემდეგაც ნანგრევების ქვეშ თანამშრომლები მოყვნენ.
აფეთქების მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ინციდენტის ადგილზე მეხანძრეები და მაშველები იმყოფებიან.

დაშავებულები თურქეთის მოქალაქეები არიან. ინციდენტის სხვა დეტალები არ ვრცელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე