მასწავლებელმა მეორეკლასელებს პირებზე წებოვანი ლენტი გადააკრა

საქართველო, თბილისი - 12:36 | 08.11.2017
ნანახია: 1354

უკრაინის ქალაქ კრივოი როგის ერთ-ერთი სკოლის ცეკვის მასწავლებელმა მეორეკლასელებს პირებზე წებოვანი ლენტი გადააკრა.  
გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელმა დასჯის ამ ზომას იმის გამო მიმართა, რომ ბავშვები მის შენიშვნებს ყურადღებას არ აქცევდნენ.

სკოლის დირექტორის თქმით, მომხდარის გამო ერთ-ერთი მოსწავლის მამის დაჩივლების შემდეგ მასწავლებელმა გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა.

„ის ძალიან ნანობს. მან მშობლებს ბოდიში მოუხადა. მომხდარს მასწავლებელი იმით ხსნის, რომ ეს ხუმრობა იყო. სურდა მხოლოდ დისციპლინა ესწავლებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ხუმრობა ძალიან არასასიამოვნო იყო. ბავშვებმა თავი შეურაცხყოფილებად იგრძნეს“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე