ტრამპი მსოფლოს ჩრდილოეთ კორეის იზოლირებისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 10:26 | 08.11.2017
ნანახია: 999

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სეულში სიტყით გამოსვლისას ძირითადი დრო ჩრდილოეთ კორეას დაუთმო.

მან რუსეთსა და ჩინეთს მოუწოდა შეამცირონ დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირები ჩრდილოეთ კორეასთან.

 „მოვუწოდებთ ქვეყნებს, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს, გაეროს რეზოლუციის სრული რეალიზებისკენ. შეამცირონ დიპლომატიური ურთიერთობა რეჟიმთან, ასევე ვაჭრობის დარგში და ტექნოლოგიაში“, - განაცხადა ტრამპმა სამხრეთ კორეის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მან აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეა აყვავებული სახელმწიფოა, რომელმაც აირჩია სამართლიანობა და თავისუფლება.

 „მეორე კორეაში კი ლიდერები ციხეში სვამენ ადამიანებს ტირანიისა და ფაშიზმის დროშის ქვეშ. ამ ექსპერიმენტის შედეგები მზად არის“, - დასძინა ტრამპმა და აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეის მშპ 40-ჯერ აღემატება ჩრდილოეთ კორეის მშპ-ს.

„ჩრდილოეთ კორეაში მოქალაქეები ქრთამს აძლევენ ჩინოვნიკებს, რათა ისინი საზღვარგარეთ გაგზავნონ, როგორც მონები. მათ ურჩევნიათ იყვნენ მონები, ვიდრე ჩრდილოეთ კორეაში იცხოვრონ“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეას არ მისცემს უფლებას დანგრევით დაემუქროს ამერიკის ქალაქებს. „ჩვენ ვერ შეგვაშინებთ“, - აღნიშნა ტრამპმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე