ბილ დე ბლაზიო ნიუ-იორკის მერად მეორე ვადით აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 09:20 | 08.11.2017
ნანახია: 955

ბილ დე ბლაზიო ნიუ-იორკის მერად მეორე ვადით აირჩიეს. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ქალაქის თავი 2022 წლამდე იქნება.
კენჭისყრის შედეგებით დე ბლაზიომ ხმათა 60 პროცენტი მიიღო.

56 წლის დე ბლაზიოს გამარჯვება მოსალოდნელი იყო.

რესპუბლიკელების კანდიდატი 36 წლის ნიკოლ მალიოტაკისი მოქმედ მერს არაეფექტიანი მუშაობისთვის აკრიტიკებდა, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მას მნიშვენლოვნად ჩამორჩებოდა.

დე ბლაზიოს მთავარ დამსახურებად ქალაქში ხელმისაწვდომი და სოციალური საცხოვრებელი სახლების რაოდენობის გაზრდის მცდელობებს მიიჩნევენ, ასევე მისი დამსახურებაა უმსხვილეს მეგაპოლისში დანაშაულის დაბალ დონეზე შენარჩუნებაც.

უნდა აღინიშნოს, რომ დე ბლაზიო 1985 წლის შემდეგ პირველი კანდიდატია დემოკრატიული პარტიიდან, რომელიც მეორე ვადით აირჩიეს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე