ტელევიზიას თავს დაესხნენ - არიან დაღუპულები და დაჭრილები

საქართველო, თბილისი - 13:00 | 07.11.2017
ნანახია: 1517

შეიარაღებული პირები ქაბულში ადგილობრივ ტელევიზიას თავს დაესხნენ. ვრცელდება ცნობები დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ.

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელებმა ტელეარხ Shamshad-ის შენობას ყუმბარები ესროლეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნეს.

ერთ-ერთი რეპორტიორის თქმით, რომელმაც გაქცევა მოახერხა, თავდამსხმელები ჯერ კიდევ შენობაში იმყოფებიან. შემთხვევის ადგილზე ისმის სროლის ხმა.

რეპორტიორ ჰაშმათ ისტანკაზის თქმით, მოკლული და დაჭრილია რამდენიმე ჟურნალისტი.

 „როიტერის“ ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორიდან ხუთამდე ადამიანი.

პოლიციელთა განცხადებით, თავდასხმა ტელეარხის შენობის შესასვლელში აფეთქებით დაიწყო, რის შემდეგაც თავდამსხმელები შენობაში შეიჭრნენ და სროლა დაიწყეს. მათი თქმით, ერთ-ერთი თავდამსხმელი სამართალდამცველმა მოკლა.

სავარაუდოდ შენობაში ასამდე ადამიანი იმყოფება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე