37 წლის მამაკაცი თეთრი სახლის თეთრკანიანი პოლიციელების მოკვლით იმუქრებოდა

საქართველო, თბილისი - 11:31 | 07.11.2017
ნანახია: 873

ამერიკის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც ტეხასიდან ვაშინგტონში იმისთვის ჩავიდა, რათა თეთრ სახლში ყველა თეთრკანიანი პოლიციელი მოეკლა. ამის შესახებ ტელეარხი Fox News-ი იუწყება.

დაკავებული 37 წლის მაიკლ არეგა დალასიდანაა. ზოგიერთი მონაცემით, ის წარმოშობით ეთიოპელია.

სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ის მას შემდეგ დააკავეს, რაც მერილენდის შტატის პოლიციის განყოფილებიდან მიიღეს შეტყობინება. პოლიციის ყურადღება მიიქცია მამაკაცის Facebook-ის გვერდმა.

 არეგა წერდა, რომ თეთრ სახლში „ყველა თეთრკანიან პოლიციელს მოკლავდა“. აღნიშნულია, რომ დაკავების დროს მან იარაღი არ აღმოაჩნდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე