ავტომობილი სკოლის შენობას დაეჯახა - არიან დაღუპულები

საქართველო, თბილისი - 11:05 | 07.11.2017
ნანახია: 1068

ორი ბავშვი დაიღუპა და 21 დაშავდა მას შემდეგ რაც სიდნეიში ავტომობილი დაწყებითი სკოლის შენობას დაეჯახა.
ტელეარხ ABC-ის მონაცემებით, კლასში 24 მოსწავლე იმყოფებოდა. ხუთი ბავშვი, რომელთაგან ორს სერიოზული ტრავმები აღენიშნება, საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენები ექიმებმა შემთხვევის ადგილზე გასინჯეს.

ტელეარხი აღნიშნავს, რომ ავტომობილს 52 წლის ქალი მართავდა, ის საავადმყოფოში ანალიზების ასაღებად მიიყვანეს. ინციდენტის დროს მძღოლი არ დაშავებულა.

ახალი სამხრეთ უელსის შტატის პოლიციის წარმომადგენელთა თქმით, შემთხვევას განზრახ ქმედებად არ აფასებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე