მექსიკაში დანაწევრებული ცხედრები იპოვეს

საქართველო, თბილისი - 10:37 | 07.11.2017
ნანახია: 884

შვიდი ადამიანის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს მექსიკის ჰერეროს შტატში.
პოლიციის მონაცემებით, ცხედრები პოლიეთილენის ტომრებში ქალაქ ჩილაპთან ახლოს იყო ჩამარხული.

ცხედრების აღმოჩენის ეს უკვე მორე შემთხვევაა. მარტში ამავე ადგილზე 13 ცხედრის ფრაგმენტები იპოვეს. დანაშაულის შესაძლო მოტივად სახელდება დანაშაულებრივ დაჯგუფებებს შორის ბრძოლა ყაყაჩოს ნათესებზე კონტროლისთვის, რომელიც ჰერეროს მთებში უხვადაა.  





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე