პოლიციელმა ქალს საპასუხო სილა გააწნა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 14:22 | 06.11.2017
ნანახია: 2307

მაიამიში პოლიციის ოფიცერმა ამერიკული ფეხბურთის მატჩზე გულშემატკივარ ქალს სახეში დაარტყა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც სამართალდამცველებს ქალი ტრიბუნებიდან გაჰყავდათ.

პოლიციელმა ქალს მას შემდეგ დაარტყა, რაც მან სამართალდამცველს ხელი უბიძგა. ქალმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გონება დაკარგა.

პოლიციის მონაცემებით, ქალი სხვა მაყურებლებთან ერთად ხმამაღლა ყვიროდა და ბილწსიტყვაობდა. მატჩის შემდეგ მას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ბრალი წაუყენეს.







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე