„მის სამყაროს“ კონკურსზე პირველად ბოლო 45 წლის განმავლობაში ერაყის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას

საქართველო, თბილისი - 13:48 | 06.11.2017
ნანახია: 943

„მის სამყაროს“ კონკურსზე ბოლო 45 წლის განმავლობაში პირველად ერაყის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. კონკურსი 26 ნოემბერს ლას-ვეგასში გაიმართება.

 „მის სამყაროზე“ ერაყს 27 წლის სარა აიდანი წარადგენს. მან ბაღდადში გამართულ სილამაზის კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა. გაირკვა რომ კონკურსის გამარჯვებული გათხოვილი იყო, ამიტომ ის კონკურსიდან მოხსნეს, აშშ-ში წასვლის უფლება კი აიდანმა მიიღო.

ერაყმა „მის სამყაროზე“ ბოლოს 1972 წელს მიიღო მონაწილეობა. მაშინ პუერტო-რიკოში გამართულ კონკურსზე ქვეყანა ვაიდან სულეიმანმა წარადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე