„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ერაყიდან სირიაში ტაქსით გადავიდა

საქართველო, თბილისი - 13:37 | 06.11.2017
ნანახია: 1201

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ერაყიდან სირიაში გადავიდა. ამის შესახებ ეგვიპტური გაზეთი Ad Dustour-ი ერაყის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროს ცნობით, გადაადგილების დაფარვის მიზნით, ალ-ბაღდადი ერაყის ანბარის პროვინციიდან სირიაში შეუმჩნეველი მანქანით - ჩვეულებრივი ყვითელი ფერის ტაქსით გადავიდა.

ივნისში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „ისალამური სახელმწიფოს“ ლიდერი რაქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა. თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

ბაღდადის ლიკვიდაციის, ასევე მისი მოწამვლის შესახებ ინფორმაცია 2015 წლის აპრილსა და 2016 წლის დეკემბერშიც გავრცელდა, მაგრამ არცერთი მათგანი არ დადასტურებულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე