ტაიფუნის მსხვერპლთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 13:20 | 06.11.2017
ნანახია: 963

ვიეტნამში ძლიერი ტაიფუნის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა. 21 დაკარგულად არის მიჩნეული.

სტიქია ქვეყანას შაბათს დანანგთან 500 კმ-ის დაშორებით დაატყდა, სადაც აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ლიდერების ეკონომიკური საიტი უნდა გამართულიყო.

ტაიფუნის ქარის სიჩქარემ საათში 90 კმ-ს მიაღწია. სტიქიამ ათასამდე სახლს სახურავი გადახადა.

ხელისუფლების განცხადებით, დანგრეულია 1300-ზე მეტი სახლი. ზოგიერთ რაიონში დაზიანებულია გზები, სასკოლო დაწესებულებებში შეწყვტილია სწავლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე