ტეხასში მომხდარ თავდასხმას ორსული ქალი და მისი სამი შვილიც ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 06.11.2017
ნანახია: 1041

საზერლენდ-სპრინგსის ბაპტისტურ ეკლესიაში მომხადარი სროლის შედეგად დაიღუპა ორსული ქალი და მისი სამი შვილი. ამის შესახებ Daily Mirror-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქალი რვა თვის ორსული იყო.

შეიარაღებულმა მამაკაცმა (წინასწარი მონაცემებით 26 წლის დევიდ კელი) ცეცხლი საკვირაო წირვის დროს გახსნა.

დაიღუპა 26 ადამიანი, ეკლესიაში 23 გარდაცვლილი იპოვეს, ორი - შენობის გარეთ, ერთი კი ჰოსპიტალში მიყვანამდე.

ხელისუფლების განცხადებით, მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს. გარდაცვლილთაგან ყველაზე უფროსი 72 წლის იყტო, ყველაზე უმცროის კი - ხუთის.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე