ელისაბედ მეორეს ოფშორულ ზონაში ფულის გადარიცხვაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 12:12 | 06.11.2017
ნანახია: 1045

დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის სახსრებიდან 10 მლნ ფუნტი (დაახლოებით 13 მლნ დოლარი) ოფშორულ ზონაში გადაირიცხა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იტყობინება.

ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმის მონაცემებით, ბრიტანეთის მონარქიის მფლობელობაში მყოფი ლანკასტერის საჰერცოგო, რომელიც სამეფო ოჯახს ფინანსურად უზრუნველყოფს, თანხას კაიმანისა და ბერმუდის კუნძულებზე არსებულ ფონდებში ანთავსებდა.

თანხის ნაწილი ჩაიდო BrightHouse-ში, რომელსაც უპასუხისმგებლო საკრედიტო პოილიტიკის შემოღებაში ადანაშაულებენ.

თუმცა საჰერცოგოს წარმომადგენლებმა „ბი ბი სის“ განუცხადეს, რომ საინვესტიციო პოლიტიკა შემოწმებულ მონაცემებს ეფუძნება, ყველა ინვესტიცია კი კანონიერია და რეგულარულად გადის აუდიტორულ შემოწმებას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე