Vogue-ის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური Forbes-მა წლის ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა

საქართველო, თბილისი - 14:42 | 03.11.2017
ნანახია: 2209

Forbes-მა ჟურნალ Vogue-ის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური გასართობ ინდუსტრიასა და მას-მედიაში  წლის ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა.

ანა ვინტური გამოცემას 1988 წლიდან ხელმძღვანელობს. 2008 წელს ის ბრიტანული იმპერიის ორდენის კავალერი გახდა.  

Forbes-ის რეიტინგში ასევე მოხვდნენ მომღერლები ბიონსე და ტეილორ სვიფტი და მწერალი ჯოან როულინგი.

Forbes-ი ყოველწლიურ რეიტინგს თითოეული პერსონის შემოსავლის, მედიაში მისი მოხსენიების რაოდენობითა და მთლიანდ რენომეს გათვალისწინებით ადგენს.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე