კუნძულ მადაგასკარზე შავ ჭირს 120 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:26 | 03.11.2017
ნანახია: 1039

კუნძულ მადაგასკარზე შავ ჭირით 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაავადების სავარაუდო შემთხვევების რაოდენობამ 1800-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება.
ორგანიზაციის ცნობით, 1 აგვისტოდან 30 ოქტომბრამდე მადაგასკარში შავი ჭირის 1801 საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებას 127 ადამიანი ემსხვერპლა. დაავადებულთა 62 პროცენტს შავი ჭირი ადამიანისგან გადაედო, რაც პაციენტის სიკვდილს იწვევს, თუ კი ის 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დახმარებას არ მიიღებს. შავი ჭირი კუნძულის 114-დან 51 რეგიონში გავრცელდა.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მსოფლიოში შავი ჭირის  გავრცელების რისკი დაბალია. ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საჭიროდ არ მიიჩნევს მადაგასკართან მიმოსვლისა და ვაჭრობის შეზღუდვას, თუმცა მის განცხადებით, მოგზაურები შავი ჭირის აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმირებულნი უნდა იყვნენ.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე