ტოკიოში მელანია ტრამპს ქალი ნინძები დაიცავენ

საქართველო, თბილისი - 13:27 | 03.11.2017
ნანახია: 883

დონალდ ტრამპი აზიის ტურნეს 5 ნოემბერს იწყებს, რომელსაც 7 ნოემბერს დაასრულებს. პირველად ის იაპონიას ეწვევა. ტოკის ასევე ეწვევიან ამერიკის პირველი ლედი და პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა.

მათ ვიზიტთან დაკავშირებით იაპონიის დედაქალაქში ისტორიაში პირველი ქალთა რაზმი შექმნეს. ის მელანიასა და ივანკას დაცვას უზრუნველყოფს და მათ თაყვანისმცემლების ზედმეტი ყურადღებისგან დაიცავს.

ტოკიოში ღია მეცადინეობაც ჩაატარეს, რომელზეც შესაძლებელი იყო ქალთა პოლიციის მოქმედებების ხილვა. ქალი ნინძები თავაზიანად, მაგრამ მკაცრად მანევრირებდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე