ტერაქტი ნიუ-იორკში - ბოლო ინფორმაციით დაღუპულია 8 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 11:31 | 01.11.2017
ნანახია: 1048

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ნიუ-იორკში ტერაქტი მოაწყო, 29 წლის საიფულო საიპოვია. ის წარმოშობით უზბეკეთიდანაა.

ტერორისტმა პიკაპი ჯერ ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედებს, შემდეგ კი სასკოლო ავტობუსს დააჯახა, რომელშიც ინვალიდი ბავშვები ისხდნენ. 

ბოლო ინფორმაციით, თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა. საიპოვი აშშ-ში 2010 წლიდან იმყოფება.

ბოლო წლებში ის ფლორიდის ქალაქ ტამპში ცხოვრობდა. დაკავებისას თავდამსხმელი მძიმედ დაიჭრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე