,,Twitter''-მა ,,Russia Today'' და ,,Sputnik"-ს რეკლამები დაუბლოკა

საქართველო, თბილისი - 12:22 | 27.10.2017
ნანახია: 1116

,,Twitter''-ი რუსული მედიასაშუალებების, „Russia Today“ და „Sputnik“-ის ყველა სარეკლამო განცხადებას დაბლოკავს, ამის შესახებ სოციალური ქსელის ადმინისტრაცია იტყობინება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „Russia Today“ და „Sputnik“-ის პროფილებიდან ნებისმიერი რეკლამა დაიბლოკება. გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა.

სოციალური ქსელის ხელმძღვანელებმა ეს გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამო მიიღეს.

დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, „Twitter“-ში განაცხადეს, რომ „Russia Today" და ,,Sputnik'' რუსეთის მთავრობის დავალებით არჩევნებში ჩარევას ცდილობდნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე