მედია ევროპარლამენტში შესაძლო სექსუალურ შევიწროებაზე ალაპარაკდა

საქართველო, თბილისი - 12:27 | 27.10.2017
ნანახია: 1010

ევროპარლამენტში შესაძლო სექსუალური შევიწროების არსებობის შესახებ The Sunday Times-ი წერს. მისი ცნობით, ეჭვმიტანილთა შორის სულ მცირე ორი გერმანელი დეპუტატია.

მედიაში მსგავსი ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში 30-მდე ქალმა დაადანაშაულა.

ფრაქცია „მწვანეების“ წარმომადგენელმა გერმანელმა დეპუტატმა ტერი რაინტკემ განაცხადა, რომ მსგავსი ქმედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საშინელი მაგალითია.

მან ყველას, ვინც მსგავსი შევიწროების მსხვერპლი გახდა, მოუწოდა ევროპარლამენტის პროფილურ კომისიას მიმართოს.  

ავსტრიელი „მწვანეების“ დეპუტატმა მონიკა ვანამ კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ თითოეული შემთხვევის გამოძიება აუცილებელია.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე