კენედის მკვლელობამდე ოსვალდი „კგბ“-ს თანამშრომელს დაუკავშირდა - ამერიკის დაზვერვა

საქართველო, თბილისი - 10:48 | 27.10.2017
ნანახია: 1459

აშშ-ის პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობის შესახებ  სამი ათასამდე დოკუმენტი გამოქვეყნდა. მონაცემების ბაზა ეროვნული არქივის საიტზეა ხელმისაწვდომი.

აშშ-მა 3,9 ათასი დოკუმენტი 24 ივლისსაც გამოქვეყნდა. თეთრი სახლის განცხადებით, კიდევ რამდენიმე ათასი 2018 წლის აპრილშიც გასაჯაროვდება.

ერთ-ერთი დოკუმენტით, 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელი ჰავრი ოსვალდი დანაშაულამდე ორი თვით ადრე მეხიკოში ყოფნისას საბჭოთა დიპლომატს   დაუკავშირდა, რომელიც ამერიკის დაზვერვის თანახმად "კგბ"-ს თანამშრომელი იყო.
დაზვერვის მასალების მიხედვით, მეხიკოში საბჭოთა საელჩოს ტელეფონები ამერიკის სპეცსამსახურების მიერ ისმინებოდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე