აინშტაინის ბედნიერების რეცეპტი აუქციონზე, 56 მლნ დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 11:30 | 26.10.2017
ნანახია: 1337

ალბერტ აინშტაინის ბედნიერების რეცეპტი იერუსალიმში 1,56 მლნ დოლარად გაიყიდა.

ჩანაწერი 1922 წელს აინშტაინმა ტოკიოს სასტუმროს კურიერს მომსახურების საფასურის ნაცვლად გადასცა.

მეცნიერისთვის სწორედ იმ დროისთვის გახდა ცნობილი ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის გადაცემის შესახებ და კურიერს უთხრა, რომ ეს ჩანაწერი შესაძლოა ოდესმე მისთვის გაცილებით ფასეული გამხდარიყო, ვიდრე მომსახურების საფასური.

აინშტაინი ჩანაწერში წერდა, რომ მიზნის მიღწევის გარანტია ბედნიერება არ არის.

ფურცელზე ფიზიკოსის ხელით გერმანულად ეწერა: „მშვიდი და მოკრძალებული ცხოვრება მოგიტანთ მეტ ბედნიერებას, ვიდრე წარმატებისკენ სწრაფვა და მუდმივი მღელვარება, რომელიც მას თან ახლავს“.

მეორე ჩანაწერი კი ღაღადებს: „სადაც არის ნება, იქვეა საშუალებაც“. ეს ჩანაწერი 240 ათას დოლარად გაიყიდა.

აუქციონ „ვინერსის“ წარმომადგენლის თქმით, ერთ-ერთი ჩანაწერი ევროპის ქვეყნის მოქალაქემ იყიდა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა.

აუქციონზე ჩანაწერები კურიერის ძმისშვილმა გამოიტანა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე