საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიტვურ-ქართული სასაუბროს პრეზენტაცია გაიმართა

საქართველო, თბილისი - 14:02 | 13.11.2015
ნანახია: 1810

საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიტვურ-ქართული სასაუბროს „გავიცნოთ ლიტვა და შევეცადოთ ვისაუბროთ ლიტვურად“ პრეზენტაცია გაიმართა. სასაუბრო გამოიცა საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ და საქართველოში ლიტვის ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა. მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტები ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული კავშირებისა და მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთი გამოხატულებაა, რაც ხელს უწყობს ლიტვის პოპულარიზაციას საქართველოში. მინისტრის მოადგილე მიესალმა მომავალში მსგავსი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას სხვა ქვეყნების საელჩოების მხრიდანაც, რათა კულტურული და ხალხთაშორისი კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდეს. 

პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ასევე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული ლიტვური ენის ცენტრის სტუდენტები. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ სასაუბროს ავტორები - საქართველოში ლიტვის ყოფილი ელჩის მეუღლე დალია პასლაუსკიენე და საელჩოს თანამშრომელი გვანცა კეშელავა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე