ზაზა ვაშაყმაძე იეჰოვას მოწმეთა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 10:56 | 13.11.2015
ნანახია: 1823

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე იეჰოვას მოწმეთა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა. 
შეხვედრას საქართველოში იეჰოვას მოწმეთა ქრიტიანული კრების ადმინისტრაციის თავმჯდომარე ჯონი შალამბერიძე, თავმჯდომარის მოადგილე ლევან კოპალიანი, "საგუშაგო კოშკის" ბიბლიისა და ტრაქტატების საქართველოს ფილიალის წარმომადგენელი მაიკლ ჯონსი (პენსილვანია, აშშ), შეხვედრის ორგანიზატორი, ორგანიზაციის ადვოკატი მანუჩარ ციმინტია, ხოლო სააგენტოს მხრიდან საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური ესწრებოდნენ. 
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში რელიგიის სფეროში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. 
"აღინიშნა სააგენტოსა და გაერთიანებას შორის ურთიერთობის გააქტიურების აუცილებლობა. სააგენტოს წარმომადგენლებმა იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანულ კრებას აღუთქვეს დახმარება ყველა იმ საკითხის მოგვარებაში, რომელიც რელიგიური გაერთიანებისთვის პრობლემას წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე