ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკური საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა

საქართველო, თბილისი - 09:15 | 13.11.2015
ნანახია: 1748

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკური საბჭოს დელეგაციას სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა საკითხთა ფართო სპექტრი, კერძოდ, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, საქართველოს და ზოგადად, რეგიონის უსაფრთხოების საკითხები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები და სამომავლო მოლოდინები განიხილეს.
ატლანტიკური საბჭოს 4 კაციანი დელეგაცია, რომელსაც აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი ხელმძღვანელობს, საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე