დღეს მხატვარ ჯემალ ხუციშვილის საიუბილეო წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 10:48 | 13.11.2015
ნანახია: 2152

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დღეს მხატვარ ჯემალ ხუციშვილის საიუბილეო წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას კულტურის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი, მხატვარი ჯემალ ხუციშვილი და კატალოგზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი გაუძღვებიან.
"გამოიცა ჯემალ ხუციშვილის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი 150-გვერდიანი კატალოგი, რომელშიც მხატვრის სრული შემოქმედებაა შესული. 
ჯემალ ხუციშვილი მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მისი პერსონალური გამოფენები იმართებოდა საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მხატვრის ნამუშევრები დაცულია ისეთ ცნობილ გალერეებსა და მუზეუმებში, როგორიცაა პარიზის თანამედროვე მხატვრების მუზეუმი და ტრეტიაკოვის სამხატვრო გალერეა", - ნათქვამია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე