ნოდარ ხადური: პრეზიდენტის სამუშაო პირობები მისი უფლებამოვალეობების ადეკვატური უნდა იყოს

საქართველო, თბილისი - 17:56 | 12.11.2015
ნანახია: 1886

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სამუშაო პირობები მისი უფლებამოსილებების ადეკვატური უნდა იყოს.

როგორც ჟურნალისტებს ხადურმა განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახელმწიფო ქონებაა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

„საქართველოს პრეზიდენტს მუშაობისთვის შესაბამისი პირობები უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს პირობები იმ უფლებამოვალეობებთან ადეკვატური უნდა იყოს, რომელიც მას გააჩნია“, - განაცხადა ხადურმა.

მმართველი გუნდის ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენცია უნდა დატოვოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე