ჩვენ სტრასბურგში გვეყოლება საქართველოდან არჩეული ახალი მოსამართლე - თეა წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 11:52 | 07.10.2017
ნანახია: 1773

იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე  სტრასბურგში გვეყოლება საქართველოდან არჩეული ახალი მოსამართლე, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ მომდევნო კვირაში ველოდებით სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებთან გამართული კონკურსის მესამე ეტაპს. სამპირიანია სია, რომელიც მოწონებული იქნა, მათ შორის გასაუბრებების შედეგად, ბოლო ეტაპს გაივლის, ეს გახლავთ ასამბლეაზე კენჭისყრა და მე იმედი მაქვს, რომ ეს კენჭისყრა ქვეყნისთვის წარმატებით დასრულდება და ჩვენ სტრასბურგში გვეყოლება ძალიან მალე საქართველოდან არჩეული ახალი მოსამართლე“,- განაცხადა წულუკიანმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) საქართველოდან წარდგენილ სტრასბურგის მოსამართლეობის სამ კანდიდატს 10 ოქტომბერს უყრიან კენჭს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე