ეგვიპტეში ტერაქტს 9 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:54 | 12.11.2015
ნანახია: 1648

ეგვიპტეში ჩრდილოეთ სინაის პროვინციის ქალაქ ელ-არიშში ტერორისტების თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი 3 წლის ბავშვია. ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციის ცნობით, ყველა დაღუპული ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ტერორისტების სამიზნეს პოლიციის განყოფილება წარმოადგენდა, მაგრამ ძლიერი აფეთქების შედეგად საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე