დეკანოზი თვლის, რომ მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ - გიორგი ფანცულაია

საქართველო, თბილისი - 15:33 | 29.09.2017
ნანახია: 1483

დეკანოზი თვლის, რომ მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ, რათა ბრძოლაზე უარი თქვას, ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმეზე, მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა.  

ადვოკატის თქმით, გიორგი მამალაძეს მიაჩნია, რომ მის უფლებები არაერთი მიმართულებით ირღვევა.

„დეკანოზი თვლის, რომ მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ, რათა ბრძოლაზე უარი თქვას. ის კვლავ აცხადებს უარს საკვების მედიკამენტების მიღებაზე და როცა ჩათვლის, რომ მისი უფლებები აღარ დაირღვევა, მხოლოდ ამის შემდეგ შეწყვეტს პროტესტის ამ ფორმას. 

ამით ის ცდილობს, მომავალშიც არ დაირღვეს მისი უფლებები და ციხის ადმინისტრაციაც ისე მოექცეს, როგორც პატიმრის უფლებებს შეეფერება“, - აღნიშნავს უფლებადამცველი და დასძენს, რომ საკვებზე და მედიკამენტებზე უარის თქმა, მისი ჯანმრთელობისთვის ნამდვილად საზიანოა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე