დათო ტურაშვილი: ხელისუფლებაში როცა ხარ მოსულა ადამიანის დაჩაგვრა?

საქართველო, თბილისი - 14:07 | 23.09.2015
ნანახია: 2642

 „მაშინ არის ადამიანის უფლებები მნიშვნელოვანი, როცა ხელისუფლებაში აღარ  ხარ  და ხელისუფლებაში როცა  ხარ მოსულა ადამიანის დაჩაგვრა?“- ეს განცხადება მწერალმა დათო ტურაშვილმა გადაცემა „მაესტროს ფაქტორში“ გააკეთა.

მისი თქმით, უგულავა როცა იყო ხელისუფლებაში, იმ ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებდა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა საერთოდ არ არსებობდა. მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას იღებდა სასამართლო, რომელიც ხელისუფლებას სურდა.

”მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენც ასევე უნდა გავაკეთოთ და  იმ ხელისუფლების წარმომადგენელს პატიმარი იქნება, თუ არაპატიმარი მოვექცეთ ისე, როგორც თავად იქცეოდნენ”.

”სულ მახსენდება ვაჟა-ფშაველა, ამაზე კარგი პედაგოგიკა რა უნდა იყოს, ის გვასწავლის, რომ ადამიანი მიხვდეს - შენგან რადიკალურად რომ განსხვავდება ადამიანი და მისი აზროვნება, იმისი თანაარსებობა აღიარო ერთსა და იმავე სივრცეში. ვაჟამ ერთი საუკუნით გაუსწრო ევროპას, ამერიკას, ყველას. ბავშვობაში მისი ერთი ლექსი წავიკითხე „ის კი არ არის ბიჭობა“ მას შემდეგ პოზიცია არ შემცვლია, ყოველთვის იმის მხარეს ვარ ვისაც ჩაგრავენ. იმ ხელისუფლების დროს ვისაც ისინი ჩაგრავდნენ მათკენ ვიყავი, ახლა უგულავას თუ დაჩაგრავენ და არასამართლებრივად მოექცევიან, მისკენაც ვიქნები. - განაცხდა დათო ტურაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე