უკრაინა სამხრეთ სუდანს იარაღით ამარაგებს

საქართველო, თბილისი - 12:11 | 26.09.2017
ნანახია: 1098

უკრაინული სახელმწიფო კომპანია სამხრეთ სუდანს იარაღით ამარაგებს. ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშენალის“ უკრაინის განყოფილება იტყობინება. ორგანიზაციის მოხსენებაში იარაღის არალეგალურ მიწოდებასთან დაკავშირებით მტკიცებულებებიც არის მოყვანილი.

„სამხრეთ სუდანში ამ იარაღს ათასობით მშვიდობიანი ადამიანის მოსაკლავად იყენებენ. 2014 წელს კომპანია „უკრინმაშმა“ არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან სამხრეთ სუდანში ათასობით ტყვიამფრქვევის, ნაღმმტყორცნის, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნისა და მილიონობით საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა“, - ნათქვამია მოხსენებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე