საბერძნეთში ყველა მედიასაშუალება გაიფიცა

საქართველო, თბილისი - 11:37 | 26.09.2017
ნანახია: 1146

პროფკავშირების გადაწყვეტილებით, საბერძნეთში ყველა მედიასაშუალებამ 24-საათიანი გაფიცვა დაიწყო. პრესის წარმომადგენლები მოითხოვენ დამატებითი სოციალური დაზღვევის სისტემის შენარჩუნებას და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თანამშრომლების შრომისა და სიციალური უფლებების  დარღვევის შეწყვეტას.

26 სექტემბრის დილის 6 საათიდან 27 სექტემბრის 6 საათამდე რადიოებისა და ტელევიზიების ეთერით საინფორმაციო გამოშვებები არ გავა. ასევე არ იმუშავებს საიტების უმეტესობა.

პროფკავშირების განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლებასთან და დამსაქმებლებთან მოლაპრაკებებმა შედეგები არ გამოიღო დამატებითი დაზღვევასა და ფონდ EDOEAP-ის დახმარებასთან დაკავშირებით.

ამ ფონდის წყალობით ჟურნალისტები იღებდნენ დამატებით პენსიებს. ერთჯერად ფინანსურ დახმარებას აუცილებლობისა და სამედიცინო მომსახურეობისთვის.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე