ერაყის ქურთისტანში გამართული რეფერენდუმის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა

საქართველო, თბილისი - 11:22 | 26.09.2017
ნანახია: 1012

წინასწარი მონაცემებით, ერაყის ქურთისტანში რეფრენდუმში რეგიონის დამოუკიდებლობის იდეას მხარი 93 პროცენტზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა. ამ დროისათვის დათვლილია 282 ათასი ხმა (კენჭისყრაში მონაწილეთა 9 პროცენტი).

დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ხმა ამომრჩეველთა 6,71 პროცენტმა მისცა. კომისიის თავმჯდომარის თქმით, შედეგები შესაძლოა შეიცვალოს, რადგან ხმების დათვლა მიმდინარეობს. ოფიციალური შედეგები ორ დღეში გახდება ცნობილი.

კენჭისყრაში ამომრჩეველთა 72,16 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.

რეფერენდუმის წინააღმდეგ გამოვიდა ოფიციალური ბაღდადი, აშშ და გაერო. თურქეთმა და ირანმა რეგიონის საზღვრთან სწავლებები დაიწყეს. ასევე ირანმა ავიამიმოსვლისთვის თავისი საჰაერო სივრცე დახურა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე