პალესტინელმა სამი ისრაელელი მოკლა

საქართველო, თბილისი - 11:12 | 26.09.2017
ნანახია: 1095

პალესტინელმა ისრაელის უსაფრთხოების ძალებს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსთან მოხდა.

სროლის შედეგად სამი ისრაელელი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. თავად თავდამსხმელი საპასუხო სროლის შედეგად მოკლეს.

პოლიციის მონაცემებით, თავდამსხმელი ცდილობდა პალესტინელ მუშებთან ერთად იერუსალიმის დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში შესვლას, რამაც ძალოვანებში ეჭვი გამოიწვია.

ბოლო ორი წლის განმავლობაში პალესტინელების თავდასხმის შედეგად 42 ისრაელელი და 240 პალესტინელი თავდამსხმელია მოკლული.

კონფლიქტის მხარეები ძალადობის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე