სომხეთში რუსულს უცხო ენის სტატუსი მიენიჭა

საქართველო, თბილისი - 16:12 | 25.09.2017
ნანახია: 1041

სომხეთში რუსულს უცხო ენის სტატუსი მიენიჭა. ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ლევონ მკრტჩიანის თქმით, სომხეთში ერთადერთი სახელმწიფო ენა სომხურია, ამიტომ ყველა დანარჩენი ენა უცხოურად არის მიჩნეული.

მისივე თქმით, უმაღლესი სასწავლებლების მისაღებ გამოცდებზე უცხო ენებს - ინგლისურს, გერმანულსა და ფრანგულს,  რუსულიც მიემატება.

მე-10-12 კლასებში რუსული ენა შესაძლოა ისწავლებოდეს როგორც სავალდებულო კურსი,  ან მისი სწავლა არჩევითი იყოს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე