თურქეთმა შესაძლოა ერაყის ქურთისტანთან საზღვარი ჩაკეტოს

საქართველო, თბილისი - 15:00 | 25.09.2017
ნანახია: 1084

ანკარა ერაყის ქურთთა ავტონომიასთან საზღვრის დაკეტვას და მისი ნავთობის ტრანზიტის შეწყვეტას აპირებს ამ რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

ერაყის ქურთისტანში დღეს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს.

რეფერენდუმის კატეგორიული წინააღმდეგია ბაღდადი და მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა.  

გუშინ ირანმა და თურქეთმა ერაყის ქურთისტანის საზღვართან სწავლება დაიწყო. ამის გარდა ირანმა ავტონომიასთან ავიამიმოსვლისთვის საჰაერო სივრცე დახურა.

ოფიციალურმა ბაღდადმა სხვა სახელმწიფოებისგან მოითხოვა მის კონტროლს დაუქვემდებარონ ქურთისტანის ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი და ნავთობთან დაკავშირებული გარიგებები მხოლოდ ბაღდადთან აწარმოონ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე